• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ოქტომბერი
    ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა

     ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფციის პროექტი მომზადებულია საპროექტო ორგანიზაცია ბაუ-დიზაინისა და მისი ქვეკონტრაქტორების მიერ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაკვეთით. განაშენიანების გეგმის შემავალი სოფლებია: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბედონი, ციხიანი (ციხიანთ კარი), შარმიანი (შარუმანთ კარი), ქოროღო, სვიანა-როსტიანი (როსტიანთ კარი), გომურნი, იუხო, ბეგონი (ბენიანთ-ბეგონი, ბეგოთ კარი), მუღურე (მიღურე), წკერე (ციკარა) საერთო ფართობით 2 721.5 ჰა.


       დაგეგმვის მიზანია, ახალი გამოწვევების გათვალისწინებით განისაზღვროს ხეობის განვითარების პოტენციური მიმართულების ჩარჩო-პირობები, კონცეფცია ხედვასა და განვითარების სტრატეგიებს ეფუძნება, სადაც სამი ძირითადი მიმართულებაა გამოკვეთილი: მოსახლეობა, ლანდშაფტი და კულტურული მემკვიდრეობა. მოსახლეობის საკითხი გულისხმობს დემოგრაფიულ გამოწვევებს, სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებას  და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (საინჟინრო, სატრანსპორტო, სოციალური) გაუმჯობესების საჭიროებებს.


       დამატებით აღსანიშნავია, რომ პარალელურად მომზადდა ხადის ხეობის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის საყრდენი გეგმა რომელიც წარმოადგენს გზამკვლევსა და საფუძველს გეგმის პროექტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კუთხით. 


       ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2023 წლის 17 ნოემბერს  13:00 საათზე, მისამართზე - სასტუმრო მარკო პოლო გუდაური, საკონფერენციო დარბაზი. 
    განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება განაშენიანების გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2023 წლის 11 დეკემბრისა, შემდეგ მისამართებზე: 


      •    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, - ქ. დუშეთი რუსთაველის ქ. N27  ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@dusheti.gov.ge
      •    სსიპ - სივრცითი ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge

    ამასთან, გეგმის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

      https://drive.google.com/drive/folders/1PiU2Z6VFVKTff8QDO9nGk0akTEqvpa0z